საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიღწევები აქვს - რუმინეთის ელჩი
საქართველოში რუმინეთის ელჩის, რაზვან როტუნდუს განცხადებით, საქართველოს აქვს მიღწევები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ასევე არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.
„სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ, მას შემდეგ, რაც ვნახავთ კომისიის მოხსენებას 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ამ დროისთვის, ჩვენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებთან ვართ დიალოგში. ვხედავთ მიღწევებს, ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია, ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.