რუსეთში ვულკანი ამოიფრქვა - გამოცხადებულია განგაშის წითელი დონე, მოსახლეობას სახლების დატოვება ეკრძალება (ვიდეო)
რუსეთში, კამჩატკაზე ვულკანი "შიველუჩი" 11 აპრილის დილის საათებში ამოიფრქვა. ფერფლის ამოტყორცნის სიმაღლე 20 კილომეტრს შეადგენდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამოფრქვევის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე 8,5 სანტიმეტრის სიმაღლი ფერფლი დაიდო.
დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალება.
გამოცხადებულია განგაშის წითელი დონე ავიაციისთვის.