თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეს პოლონეთში 70 მაღაზიის გაქურდვას ედავებიან

პოლონეთში, 40 წლის საქართველოს მოქალაქეს 70 მაღაზიის გაქურდვას ედავებიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 70 000 ათას ზლოტს შეადგენს, რაც დაახლოებით 41 000 ლარის ეკვივალენტურია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი მთელი პოლონეთის მასშტაბით გადაადგილდებოდა, პოლიციის ყურადღება კი მას შემდეგ მიიქცია, რაც ლომჟას რაიონში ხუთი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

"მისი მონაპოვარი ძირითადად თამბაქოს ნაწარმი, სხვადასხვა სახეობის საკვები პროდუქტები და კაბელები, წვერის საპარსები და სათამაშოებიც კი იყო. ის შემდეგი სქემით მოქმედებდა - ქურთუკში ცელოფანი ჰქონდა დამალული, რომელშიც სალაროს თაროებზე დაწყობილ პროდუქტებს ყრიდა“, - წერს მედია პოდლასის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა