თეგებით ძიება

"სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით?! თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს, რა!" - რას წერს რიკოთზე თეა გოდოლაძე?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ სისტემა თვითსტაბილიზაციისკენ მიდის.

"რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. 

თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა.

შეგახსენებთ, რომ რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა