თეგებით ძიება

"ფეხმძიმე ცოლი დარჩა, რომელიც რამდენიმე დღეში დედა გახდება" - შოთო სიხარულიძე 24 წლის დაღუპულ, საბა საველევზე

"ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, საბა საველევის შესახებ წერს.

მისი თქმით, 24 წლის ბიჭს ფეხმძიმე ცოლი დარჩა, რომელიც რამდენიმე დღეში დედა გახდება.

"გარდაცვლილი რომ იყო, მისი ერთადერთი 24 წლის ანგელოზი შვილი, იტალიიდან რომ გამოფრინდა, ინგამ არ იცოდა... ემიგრანტ დედას უთხრეს, საბას მანქანა დაეჯახაო, ხომ წარმოგიდგენიათ, ზაზა რა დღეში იყო, როცა ინგამ დაურეკა, მაგრამ არ უნდა შესტყობოდა საბას მამას, რომ გაყინული შვილი სასახლეში ეწვა, საკუთარ სახლში.

ინგა როცა ჩამოფრინდა, დახვდნენ აეროპორტში, კითხულობდა, ახლა როგორ არის და რას ამბობენ ექიმებიო? რას წარმოიდგენდა, ყველა თუ ატყუებდა და პირდაპირ სახლში მიიყვანეს, იქ კი შემზარავი სურათი დახვდა - მისი მზე ბიჭი სასახლეში იწვა, გაყინული. ერთადერთი მზე ჩაუქრა და სამუდამოდ ჩაესვენა.

ჩვენს უკეთილშობილეს ინგას ერთადერთი საფიცარი შვილი აღარ ჰყავს (დედისერთა იყო საბა), ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა ემიგრანტი დედა რა დღეშია, სიკვდილს ნატრობს. სიკვდილი უნდა, მაგრამ ამის უფლებას არავინ აძლევს. იტალიის ემიგრანტები ჩუმად ტიროდნენ, დასტიროდნენ ინგას, იცოდნენ, რა ამბავიც დაატყდა თავს, მაგრამ სამძიმრის თქმას ვინ გაბედავდა, რომელი ემიგრანტი იზამდა მაგას.

საბაც ემიგრანტი იყო, სულ რაღაც ორიოდე თვის წინ დაბრუნდა სამშობლოში, ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად. ვერაფრით ანუგეშებ ამ დროს მის ლამაზ მეუღლეს, რომელიც რამდენიმე დღეში დედა გახდება. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მის ოჯახს, ენით აღწერელი ტკივილია.

გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმაა, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

ემიგრანტი დედის განწირულმა კივილმა მთელი სამტრედია შეძრა სწორედ სახლში მისვლის დროს უთხრეს სიმართლე მას, ხომ წარმოგიდგენიათ, რა საცოდაობა ტრიალებს ახლა იქ...“ - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა