თეგებით ძიება

მგონია, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა ურთიერთობები - ნატალია ყიფშიძე პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს

მსახიობ, გიორგი ყიფშიძის შვილი, ნატალია ყიფშიძე ჟურნალ "თბილისელებთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს

მისი თქმით, ის ახლა მარტო ყოფნას არჩევს.

"მარტო ვარ. უკვე დიდი ხანია, ეს ნაბიჯი გადავდგი – გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ ურთიერთობებს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ურთიერთობებში შესვლა, მანამ, სანამ ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდი.

მივხვდი, რომ ყველა ურთიერთობაში ვირეკლავდი იმ ადამიანის რაღაც ნაწილს. რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ ჯერ ჩემი თავი უნდა ჩამომეყალიბებინა, საკუთარი თავი უნდა მეპოვა, რომ ახლა ჩემს თავთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა ბიჭთან ერთად. 

მაქვს დღეები, როდესაც მეგობრებსაც არ ვნახულობ და დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვუთმობ. ვეკითხები: რა გინდა დღეს – რას შეჭამ, რას მოუსმენ, რას გააკეთებ? ნელ-ნელა ვყალიბდები და როდესაც ბოლომდე ჩამოვყალიბდები, მერე, როცა ჩემ გვერდით იქნება, ასევე, ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს და ასე უფრო საინტერესო იქნება.

მგონია, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა ურთიერთობები, მაგრამ საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს არ ვნანობ. თუნდაც ისეთს, რაც ადამიანებმა შეიძლება, შეცდომად ჩათვალონ. ყველაფრისგან დიდ გამოცდილებას ვიღებ და დროს არ ვუთმობ იმაზე დარდს, რა იქნებოდა სხვანაირად რომ გამეკეთებინა. ის ურთიერთობებიც რომ არ გამომეცადა, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი“, - აცხადებს ნატალია ყიფშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა