თეგებით ძიება

ჩვენი შეუცვლელი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო კლინიკა - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყანაში ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე სახელმწიფო კლინიკა უნდა გახდეს.

„აი, ამ მიზნის მიღწევაში უკვე გვეხმარება სხვადასხვა დასკვნა და ექსპერტული შეფასებები, რომლებიც [მომზადების] პროცესშია და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. თუმცა, ის გადაწყვეტილება, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით აქვს მიღებული როგორც მთავრობას, ასევე სამინისტროს, ერთადერთ მიზანს ემსახურება - ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკა, რომელიც ყველა თანამედროვე გამოწვევასა და სტანდარტს პასუხობს“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეები სამომავლო კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა