თეგებით ძიება

12 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში: ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, ვახტანგ ჭელიძის, ვლადიმერ მაყაშვილის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე, დიღომში დავით აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, აბონენტებს ავჭალაში და ზაჰესში.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთში: სტალინის, რუსთაველის, არაგვისპირელის, კოსტავას, ერისთავის, ტაბიძის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში: კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე, დაბა ფასანაურში - გოგებაშვილის, 300 არაგველის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში: ცხვედიეთი, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, წითლიანა, ბიბილაანი, ქავთარაანი, კორუღი.

ხოლო 18:00 საათიდან 19:00 საათამდე, აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში: კაიშაურები, ქვეშეთი, არახვეთი, ჭართალი, ქუმლისციხე, სეთურნი, ზემო მლეთა, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში, ასევე გუდაურში და კობში.

11:30 საათიდან 16:00 საათამდე, დენი შეუწყდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში: 9 აპრილის, რუსთაველის, ნამორაძის, გელოვანის, ლაშარის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, ჩაბანო, იარაჯულები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი, ალაჭანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ლიშო, გოჯიაანები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა