თეგებით ძიება

„ქვათაცვენაო ისე წერენ, თითქოს ამ ბეცების ჩხიკინს არ გამოეწვიოს და ბუნებრივი მოვლენა იყოს“ - თორნიკე ბარათაშვილი

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, თორნიკე ბარათაშვილი რიკოთის უღელტეხილზე მთის ფერდობის ჩამოშლას ეხმაურება და წერს, რომ ადგილზე არანაირი ზღუდე არაა.

„რკინა-ბეტონის მონოლითი გაუგებარი მიზეზით სრულ პერიმეტრს არ იცავს.

სადაც ჩამოშლილმა ქანებმა გზამდე ჩამოაღწიეს, არანაირი უსაფრთხოების ზღუდე არაა.

ქვათაცვენაო ისე წერენ, თითქოს ამ ბეცების ჩხიკინს არ გამოეწვიოს და ბუნებრივი მოვლენა იყოს.

მანამდე მეწყერიო

ერთი თვის წინ რიონის მოვარდნაო

ცუდი ფანტაზია აქვთ, თუმცა სახელებს სულ მოიფიქრებენ.

არანაირ სტანდარტში არ თავსდება, რადაც რიკოთზე ჩიჩქნიან.

მინისტრის შეცვლაც არ უშველის, მაგრამ უტიფრობის ხარისხსაც ხომ გააჩნია, ის რომ ისევ თანამდებობაზეა.

ამ გზაზე გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია“, - წერს ბარათაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა