თეგებით ძიება

„და ჰა, ფინალი… თქვენი ტაში... ჩემი სიჩუმე…“ - ბესო მეგრელიშვილის ხსოვნას ლექსი მიუძღვნეს

მსახიობ, ბესო მეგრელიშვილის ხსოვნას მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა, ნიკუშა ფაიქრიძემ ლექსი მიუძღვნა:

„ბოლო მონოლოგი... ბესო მეგრელას… (ვუძღვნი დიდი სიყვარულით)

„აჰა ფინალი…

აჰა ტაში…

სიჩუმე სცენის...

დახურეთ ფარდა -

წავედი და ეს როლიც მშვენის...

ბოლო ღიმილით,

ხელს გიქნევთ და

ვამთავრებ სპექტაკლს,

ვასრულებ ამით ფორიაქს და

არტისტულ შეშლას …

ცხოვრებას -

როგორც სცენის კოსწუმს,

საკიდზე ვკიდებ,

რაღაც უცხოს და ამოუხსნელს,

სიჩუმით ვირჩევ …

არტისტულ ბედით მოარული,

ვაგრძელებ სხვა გზას,

ამ ბოლო როლით

დროს ვუძებნი - ჩემებურ ახსნას…

და ჰა, ფინალი…

თქვენი ტაში...

ჩემი სიჩუმე …

თითქოს არტისტმა,

არტისტულად ბედთან ვიხუმრე…“

ლექსის ავტორი ნ. ფაიქრიძე.

ცნობისთვის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი დღეს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა