თეგებით ძიება

"რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი" - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გადადგეს.  

„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“ - წერს ხაბეიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა