თეგებით ძიება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა.

დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს.

რესპუბლიკური საავამდმყოფოს დირექტორის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

თეა თავართქილაძე დღემდე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ავალიანის წასვლას კი, წინ უძღოდა ექიმების პროტესტი და საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა