თეგებით ძიება

მომეცით 5-10 თეთრი, თორემ ყელს გამოგჭრით - თბილისის მეტროში ქალი მგზავრებს მოკვლით ემუქრებოდა (ექსკლუზივი)

თბილისის მეტროში 40 წლამდე ასაკის ქალი მგზავრებს მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა TIA.GE-ს ექსკლუზიურად განუცხადა, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალი მეტროსადგურ "დიდუბეში" შევიდა ერთ-ერთ ვაგონში და ცდილობდა, მგზავრებისთვის მუქარის საფუძველზე წაერთმია ფული.

"ხელს რომ გამოგიწვდით, 5-10 თეთრი მარტივად დამიდეთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, სანამ ჩხუბს დავიწყებ, მომეცით ფული, თორემ ყელს გამოგჭრით, მერე კი პატრულში დავრეკავ", - ციტირებს ქალის სიტყვებს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

მისივე თქმით, ქალი, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ქალი შემდეგ გაჩერებაზე გავიდა ვაგონიდან. 

თვითმხილველებს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა