"უცნობმა" აქციის ადგილი და თარიღი დაასახელა
მომღერალმა და ტელეწამყვანმა, გია გაჩეჩილაძემ დღევანდელ გადაცემაში “კიდობანი”, მის მიერ დაანონსებული აქცია-შეკრების გამართვის ზუსტი დრო დაასახელა.
როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, აქცია სახელწოდებით “მოვდივარ” გაიმართება 30 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.