უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში 13 აპრილს ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში 13 აპრილს, 04:25 საათზე ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
„დავით ქუჩუკიანის ცხედარი ჩამოფრინდება 13.04.2023 04.25 დილით. დავხვდეთ ჩვენ გმირს #დიდებაგმირებს", - წერს ნადიმ ხმალაძე.
დავით ქუჩუკიანი უკრაინაში, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კი 5 აპრილს გავრცელდა.