თეგებით ძიება

თავშესაფრიდან გამოყვანილი 14 წლის გოგონა გააუპატიურეს - საქმის მთავარი მოწმე ქართველი კაცია

საბერძნეთში დააკავეს სუტენიორთა სამკაციანი ჯგუფი. საქმის მოწმე კი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცია. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თავშესაფარში მცხოვრები 14 წლის გოგო დაწესებულებიდან გამოიყვანეს, სასტუმროში მიიყვანეს დასექსუალური მომსახურების მიზნით მამაკაცს გადასცეს.

არასრულწლოვანის ადვოკატი ამბობს, რომ სასტუმროს ნომერში გოგონა გააუპატიურეს, გადაუღეს სექსუალური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები ჩანაწერებს, ბავშვთა პორნოგრაფიის სახით არალეგალურად ყიდდნენ.

მედიაში ქართველი მამაკაცის ჩვენება ვრცელდება, სადაც ჰყვება, თუ როგორ მიიყვანა სასტუმროს ნომერში 14 წლის გოგონა. გამოძიება იკვლევს თუ რა როლი ჰქონდა დანაშაულთან ქართველ მამაკაცს.

არსებობს ეჭვი, რომ 14 წლის გოგო არ ყოფილა ერთადერთი მოზარდი თავშესაფრიდან, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დაწესებულებაში მზრუნველობამოკლებული ათობით ბავშვი ირიცხება.

ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა გოგონას სხვა, უსაფრთხო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა