თეგებით ძიება

მართვის მოწმობის გამოცდაზე კაცი გამომცდელს დაეჯახა - რა მოხდა გორში?

კაცი, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბას მო­ტო­ციკ­ლის სა­მარ­თა­ვად ცდი­ლობ­და.

გავრცელებული ინფორმაციით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი პირი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, თუმცა მომსახურების სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო: „ფორტუნა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა