თეგებით ძიება

გამოდის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი... - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი?

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მეუფე იაკობი პოლიტიკური განცხადებების გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, სასულიერო პირს მსგავსი განცხადებების გაკეთება ეკრძალება.

"გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ქრისტიანობა სულისათვის, რუსეთს სჭირდება იმპერიისთვის. არსებითი განსხვავებაა იმ ასპექტში, თუ ვინ რატომ აირჩია ეს რელიგია და ამას ჩვენ არ უნდა ვუხსნიდეთ უმაღლეს სამღვდელოებას. მე, რა თქმა უნდა, არ ვეხები იმ მღვდლებს, რომლებიც მართლა ბევრს მუშაობენ, დადიან სოფელ-სოფელ, სანთელს ქმნიან თვითონ და მრევლს უფასოდ ურიგებენ, გვყავს ეგეთი მღვდლები, მაგრამ რომ გამოდის ის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი, საქმეს გვირჩევს და გეოპოლიტიკურ ლექციებს გვიკითხავს. ამ დროს, მგონი მას არ წაუკითხავს კანონიკური სამართალი, სადაც ნახავდა, რომ ეკრძალებათ მათ პოლიტიკურ-საერო საკითხებზე ხელისუფლების შეკვეთით და დაფინანსების მოტივაციით განცხადებების გაკეთება. სირცხვილია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა