ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან... - რას ამბობს მადონა კოიძე? - VIDEO
ტელეტამწყვანი, მადონა კოიძე სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც მის მეუღლეს სალონში გადახდა. ამის შესახებ მან გადაცემა "დღის პოსტის" ეთერში ისაუბრა.
"იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი მეუღლე სალონში თმას იჭრიდა. უკან კიდევ ერთი კაცი ისწორებდა თმას. ამ დროს, მე ტელევიზორიდან ვქადაგებდი. ამ კაცმა თქვა, საწყალი ამის ქმარიო. ჩემმა ქმარმა მოიგლიჯა წინსაფარი, აღარ გააგრძელო, ჩემი ცოლიაო. მოვიდა სახლში და მეჩხუბა, თმის შეჭრის საშუალებაც არ მაქვსო.
ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან. იმიტომ არა, რომ რცხვენიათ... პიქირით, ჩემით ამაყობენ. იმიტომ, რომ 31 წლის ბიჭი მყავს და არ მყავს რძალი... ვეუბნები, მომიყვანე... ვინც გაიგო შენი შვილი ვარო... კაი რა, დედაო“" - ამბობს მადონა კოიძე.