თეგებით ძიება
12. 04. 2023 ვიდეო

"სალომეს მეგობრები მწერენ, რომ ბინის გამო ქმარს ვაქირავებ..." - რას ამბობს ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე? - VIDEO

რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეები გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმში" სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ერთ-ერთი მონაწილის, ნიკო ქართველის ყოფილმა მეუღლემ ნიკოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მას საზოგადოება აბრალებს, რომ ბინის გამო ქმარს აქირავებს.

"პრომო ვნახე, რომელმაც ჭკუიდან გადამიყვანა, ეგ იყო ჩემი იქ მისვლის მიზეზი. ძალიან განერვიულებული ვიყავი და ნიკამ არ მიმიშვა, ჩხუბი არ მოუვიდესო. ტაქსიში ჩამსვეს მეგობრებმა... სალომესთვის, ორჯერ მაქვს მინაწერი, არ დამიბრუნა პასუხი, კომენტარი მაქვს დაწერილი, რომ მისი ნახვა მინდოდა და წაშალეს. არ მიჭირს ეგრე ცხოვრებაში, არც ბინა მინდა ეგეთი, არც ადამიანი ეგეთი. სალომეს მეგობრები არიან, რომ მწერენ და მიჟღერებენ, მარო ვარ და ბინის გამო ვაქირავებ ქმარს. მე ამ ყველაფერს დავამტკიცებ შესაბამის ორგანოებში, ხვალ მაქვს შეხვედრა ადვოკატებთან, თითოეულ ადამიანს გავცემ შესაბამის პასუხს, თავი დამანებონ“, - ამბობს ნიკოლოზ ქართველის ყოფილი მეუღლე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა