თეგებით ძიება

"გიზიარებთ კადრს მიღმა მხიარულებას. ნამდვილი ბედნიერებაა" - როგორი განწყობა აქვს ნუცა ბუზალაძეს? (ვიდეო)

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე აცხადებს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან American Idol-ის ოჯახის წევრი გახდა.

მომღერალი გულშემატკივრებს სახალისო ვიდეოს უზიარებს.

„გიზიარებთ კადრს მიღმა მხიარულებას. ნამდვილი ბედნიერებაა იყო American Idol-ის ოჯახის წევრი. მიყვარხართ“, – წერს ნუცა.

ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ. ნუცას პირველმა გამოჩენამ ვარსკვლავური ჟიურის წინაშე, დიდი ოვაციები გამოიწვია.

ნუცა ბუზალაძე, ასობით მონაწილიდან ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის TOP 24 მონაწილეს შორის მოხვდა და უკვე „ამერიკული ვარსკვლავის“ ძირითად შემადგენლობაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა