თეგებით ძიება

წაღებულია ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი - გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

გორში, მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია: კომპიუტერული ტექნიკა, ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა და პლაზმური ტელევიზორები.

თანამშრომლები ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა. 

"მოხდა ქურდობა გორის მე-15 საბავშვო ბაღში, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, წაღებულია ელექტრონული ტექნიკა, მუსიკალური ცენტრი, და ტელევიზორები. დღევანდელ დღეს დალუქეს ბაღი და გამოძიების დასრულებისთანავე აღვადგენთ სასწავლო პროცესს",- ამბობს გიორგი შათირიშვილი გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. 

საგამოძიებო მოქმედების გამო, დღეს ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა და ბავშვები უკან, სახლში გააბრუნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა