თეგებით ძიება

"ვნახე, როგორ აჭრის რუსი ვაგნერელი თავს ცოცხალ უკრაინელს" - რას წერს უჩა აბაშიძე?

უჩა აბაშიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს და აანალიზებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ საშინელი ვიდეო ნახა, სადაც ასახულია, თუ როგორ აჭრის რუსი ვაგნერელი თავს ცოცხალ უკრაინელს.

"წეღან დამილინკეს ვიდეო, რუსი ვაგნერელი როგორ აჭრის თავს ცოცხალ უკრაინელს (დაჭრილს მარა ცოცხალს).

ხოდა ეგეთი მეთოდები, მონღოლები როცა შვებოდნენ, მუშაობდა დაქსაქსული ქვეყნის წინააღმდეგ, 1 ქალაქს რო აიღებდი და თავებს დააჭრიდი, რო მეორე ქალაქი უბრძოლველად ჩაგბარებოდა - სანამ იქამდე მიიტანდი ომს

ხოლო როცა უკვე მთელი ქვეყანა ომობს, ეგეთი არა ადამიანური საქციელი მხოლოდ კრავს ქვეყანას, მხოლოდ იმას მიიღებენ შედეგად რუსები, რო ყველა უკრაინელი სისხლის ბოლო წვეთამდე იომებს და ჩაბარებაზე აღარც იფიქრებს

და ეგ არასოდეს არ გაწყობს, ყველაზე კარგი არის როცა მტერი "ადვილად" გნებდება, ყველაზე ცუდი - არის როცა უიმედო სიტუაციაში მყოფი ჯარისკაცი მაინც აგრძელებს ბრძოლას (იმიტო რო კიდე რამდენიმეს გაიყოლებს, ან ამასობაში დახმარებაც გამოჩნდება)

თუ ვინმე პრო-რუსი მაგ ვიდეოს დაგილინკავთ, ზარზეიმით - რო აიიი რას უშვება რუსი უკრაინელ ტყვესო

ეს უპასუხეთ - რო მაგის გამო, ზუსტად აი მაგ ერთი კონკრეტული ვიდეოს გამო და იმის გამო რო ვაგნერმა "კიდევ გვაქ ასეთი ვიდეოებიო" - უკრაინა არათუ არ წააგებს, ბოლო კაცამდე ყველა რუსს ჯარისკაცს მოკლავს და გააგდებს თავისი მიწიდან

და მერე ებრაელებივით, სპეცსამსახურებით, რუსეთის შიგნი ინადირებს მასეთ რუსებზე, ათწლეულები

არასოდეს, არავის, მტრის ტყვეებზე ძალადობა არ "გამოდგომია" - როცა მტერი უკვე სრულად არის ომში ჩართული, ყოველთვის, უკლებლივ ყოველთვის - ეს მთავრდება კატასტროფით მოძალადესთვის

ვერავის რუსები მაგითი ვერ დააშინებენ უკრაინაში

და ჩვენთან რო უგზავნის ეხლა ხალხი ერთმანეთს მესინჯერში

ჩვენ ისედაც ვიცით კაცო ვინ არიან რუსები, ეგ გვიკვირდა უკრაინაში რო ნელ-ნელა დაიწყეს მასე მოქცევა, თორე ჩვენთან ცნობილია დიდი ხანია რო, როგორი დაჭრილიც არ უნდა იყო - თუ გონზე ხარ, რუსებს არ უნდა დანებდე ცოცხალი", - წერს აბაშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა