თეგებით ძიება

"180 ლარისას რას დებთ იმ პასკაში?! ბოდიში, "რელიგიური სენსუტიურობა" თუ შეგილახეთ..." - რას წერს იუნა შაფათავა?

მსახიობი, იუნა შაფათავა საქართველოში პასკების მაღალ ფასებს აკრიტიკებს და თემასტან დაკვშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"წესით, მანჰეტენზე, ეკლესიაში, დიდი პასკა (‘სველი, მძიმე და ზურნა ‘სველი მძიმე‘ პასკის ეპითეტის მომგონს) მაქსიმუმ $20 ეღირება და რა ვიცი… და არც კივი ფორთოხალს მიატყიპავენ, არც შოკოლადით დაატალახებენ გუდრონივით.

180 ლარისას რას დებთ იმ პასკაში.

ბოდიში, ‘რელიგიური სენსუტიურობა’ თუ შეგილახეთ, კულიჩია, რა ….

ვეჭვობ, ბევრი 180 ლარიანი სუხარი გამოჩნდება მერე გაყუდვაში..

ენდრომ რაო, მეც გავძვირდებიო? მეშინია, კვერცხის ფასი გკითხოთ.. აქ $5-10 ფერმის 10-12 კვერცხი, რამე რომ იყოს, აქაურ ფასს წაგაშველებთ, კორექტირებისთვის, აბა თქვენ იცით, ერთი კვერცხი 5 ლარზე ნაკლებად არ გაყიდოთ.

ისედაც შუქის ჩამქრობი აღარ დარჩა საქართველოში…. 

‘ეკონომიკური ზრდა’ გაქვთ, ერის ‘ლიდერმა’ ბრძანა.

‘სველი, მძიმე, 1 კილოგრამიანი პასკა…’ 

და სააღდგომო კვირა დღის ემოციას კლავს, სამოთხის აზრების მაგიერ, შეღებილი და ასჯერ გატეხილი კვერცხის ნაჭუჭი, სასაფლაოზე შეზარხოშებული ქეიფები და პასკის სიმძიმე გახსენდება კუჭში…

ცარიელი თბილისი და იაფი თეთრი ღვინის სუნი ჰაერში და ფეხით ბარბაცით მოსიარულე წყვილები, ცოლს რომ ერიდება და ჩვეულებრივ უჟმური ქმარი რომ ცუღლუტი იერით გულისრევას ძლივს იკავებს…

ეჰ.. ‘სველი და მძიმე’… სხვა დარდი არ გაქვთ, ნეტავ..?

და განა ყველა მოკვდავში ყველაზე უკვდავზე თუ ახსენდება ვინმეს. 

კუჭზე და ფულზე გადის ამ ‘სველი და მძიმეს’ მომგონის ღმერთიც", - წერს შაფათავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა