რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი იცით? - მაია კაჭკაჭიშვილი ისტორიას იხსენებს
კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალი, ლელა წურწუმია განსაკუთრებული ადამიანია.
"ეს სამი წელი მქონდა წარმოუდგენელი შიშები ექიმების (ფსიქიატრის გარდა ყველასი) შესაბამისად ვერავინ შეძლო ჩემი ექიმთან მიყვანა …
ძალა საერთოდ წამერთვა 10 ნაბიჯსაც ვეღარ გავდიოდი სახსრების ტკივილის გარეშე, ენით აღუწერელი უიმედობაა, დეპრესია, საშინელი შიშებიი!!!
სრული იზოლირება საზოგადოებისგან!
და მოკლედ აღარ გავაგრძელებ
ხო დაა რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი იცით?
იმდენი მოახერხა რომ დავიწყე კვლევა და მივიღე პასუხები
ფაქტიურად გამოფიტული ვყოფილვარ ყველაფრისგან რაც ადამიანს სიცოცხლის უნარს აძლევს!! გადამალახინა შიშები ძალით და დაჟინებით გამომაძახებინა ლაბორატორია დაა დღეს დიდი იმედებით და ღიმილით გავიღვიძე
კი ძალიან სამკურნალო ვარ ფაქტიურად ახალწლამდე უნდა ვიმკურნალო მაგრამ ის მაინც ვიცი რომ გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება !!!
მადლობა ლელა რომ გამომიყვანე სამ წლიანი ჯოჯოხეთიდან! მიყვარხარ და მართლა მაგარი ადამიანი ხარ ღირსეული მერწყული.
იმედზე კარგი გრძნობა არ არსებობს!!
ეხლა ზუსტად გეუბნებით ცოოტაც მაცადეთ და მართლა გავაკეთებ ყველაფერს ლამაზსს თქვენთვის", - წერს კაჭკაჭიშვილი.