"მადლობის სათქმელად მოვედით, რომ ჩვენი შვილის სიცოცხლე გვაჩუქეთ მეორედ" - დათი ქოქრაშვილის მამა - VIDEO
შარტავას ქუჩაზე დაშავებული, დათი ქოქრაშვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ იაშვილის საავადმყოფოს ეწვია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ავრცელებს.
"დათის გადარჩენა უბრალოდ სასწაული იყო, მადლობის სათქმელად მოვედით, რომ ჩვენი შვილის სიცოცხლე გვაჩუქეთ მეორედ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი სპეციალისტები ჰყავს საქართველოს“, - განაცხადა დათი ქოქრაშვილის მამამ.