თეგებით ძიება
12. 04. 2023 ვიდეო

"სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის" - პაატა ბურჭულაძე შალვა რამიშვილს უჩივის - VIDEO

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ტელეწამყვან, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის.

"სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი“, - წერს ბურჭულაძე. 

ცნობისთვის, Post TV-ის დამფუძნებელმა და ტელეწამყვანმა, შალვა რამიშვილმა ბურჭულაძე "საქველმოქმედო თანხების გაფლანგვასა" და თაღლითობაში დაადანაშაულა და თავის გადაცემაში იმ მუსიკოსებზე ისაუბრა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა