ყოფილა სახლთან მოსვლები, ჩემს ოჯახის წევრებთან საუბრები, უამრავი ჭორისა და დეზინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ამით ვერაფერს მაკლებენ - თათა გიორგობიანი
მომღერალი, თათა გიორგობიანი აცხადებს, რომ პოპულარობასთან ერთად, კრიტიკაც იმატებს და ჭორებთან გამკლავება უკვე ისწავლა. ამის შესახებ მან ჟურნალ "სარკესთან“ ისაუბრა.
"როდესაც პოპულარული ხარ, ხალხის მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად ზოგჯერ კრიტიკა მოდის, ზოგჯერ კი ბულინგის მსგავსი დამოკიდებულება. ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით უხამსი კომენტარები, ან თუნდაც მენტალური და ინტელექტუალური მიმართულებით. ყოფილა სახლთან მოსვლები, ჩემს ოჯახის წევრებთან საუბრები, უამრავი ჭორისა და დეზინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ამით ვერაფერს მაკლებენ…“, - ამბობს თათა გიორგობიანი.