ჯოზეფ ბორელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო მან ჩინეთში ვიზიტი გადადო.
"სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო, სამწუხაროდ, ვიზიტის გადადება მომიწია", - თქვა ბორელმა.
ბორელი ჩინეთში სამ დღიანი ვიზიტით ხვალ უნდა ჩასულიყო. მას შეხვედრები ჩინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ჰქონდა დაგეგმილი.