„ყველა შეჭირვებულს თითო პასკას და 5 სანთელს ვუყიდი“ - მამა ლევან ჯიქური
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევანი (ჯიქური) სოციალურ ქსელში წერს.
“აღდგომისთვის ყველას რაღაც კი აქვს გადადებული. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ვერ ყიდულობს პასკას და სანთელს. ხოდა უთხარით რომ კასპის წმინდა გიორგის ტაძარში ამ მინიმუმს მაინც შევძლებ, რომ ყველა შეჭირვებულს თითო პასკა და 5 სანთელი ვუყიდო“, - წერს მამა ლევანი.