თეგებით ძიება
13. 04. 2023 ვიდეო

"თქვენი იმედი მაქვს" - ნუცა ბუზალაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

ქართველ მომღარალს, ნუცა ბუზალაძეს, რომელიც ამერიკის მეგა შოუში "American Idol"  მონაწილეობს, დახმარება სჭირდება.

როგორც ნუცა ვიდეო მიმართვაში განმარტავს, მისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდანაც. მომღერალი ბმულსაც აქვეყნებს, სადაც შესაძლებელი იქნება პოზიციის დაფიქსირება.

"https://idolvote.abc.com დარეგისტრირდით ამ ლინკზე!!

17 აპრილს, ორშაბათს, 8 საათხე ABC ზე იწყება "American idol"! საქართველოს დროით დილის 04:00 ზე! მეგობრებო, მხოლოდ ამ დროს გექნებათ იმის საშუალება, რომ მხარი დამიჭიროთ! თუ იმყოფებით ამერიკაში, მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეძლებთ გამომიგზავნოთ სმს-ი ნომერზე (რომელიც რამდენიმე დღეში გვექნება და გაგაგევიბებთ) და თუ იმყოფებით საქართველოში, მაშინ ონლაინ დარეგისტრირდით ამ ლინკზე და აქაც მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეგეძლებათ, ონლაინ მომცეთ ხმა! ( სადღაც 2 საათი გვექნება ხოლმე ხმის მისაცემად! ) თქვენი იმედი მაქვს! მიყვარხართ!", - წერს ბუზალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა