თეგებით ძიება

ნამდვილი მიზეზი, რის გამოც კიანუ რივზს სანდრა ბალოკისთვის პაემანი არასოდეს დაუნიშნავს

კიანუ რივზისა და სანდრა ბალოკის ეკრანული მახასიათებლების შესაბამისობა უდავოა. როგორც ირკვევა, მათ გაუცნობიერებლად მოეწონათ ერთმანეთი ეკრანის გარეთაც.

კიანუ რივზი და სანდრა ბალოკი კარიერის დასაწყისშივე, 90-იან წლებში, კლასიკური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის ჟანრის ფილმის „სიჩქარე“ გადაღებისას შეხვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ მათი მეგობრობა 28 წელი [დღემდე] გაგრძელდა. სევდიანი მომენტი ის არის, რომ გადასაღებ მოედანზე მათ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი გრძნობები გაუჩნდათ, მაგრამ უამრავი ფაქტორის გამო, მათ თავი შეიკავეს ურთიერთობის განვითარებისგან.

სანდრასა და კიანუს კვაზირომანტიკის შესახებ 2018 წელს ელენ დეჯენერის შოუში მსახიობის [ბალოკის] გამოჩენის დროს გამოვლინდა. ელენმა სანდრას ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა ოდესმე მას და კიანუს პაემანი. სანდრამ კატეგორიულად განაცხადა, რომ კიანუს არასოდეს გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯი;

რატომ? - მას არც ადეკვატური მიზეზის მოფიქრება შეეძლო. სანდრამ ხუმრობით თქვა, რომ მასში იყო "რაღაც", რაც კიანუს უბრალოდ არ მოსწონდა. 56 წლის მსახიობმა ასევე უარყო ელენის მტკიცება, რომ შესაძლოა მან კიანუ ზედმეტად "დააფრთხო".

მიუხედავად იმისა, რომ სანდრა არ ჩაუღრმავდა თავის ახალგაზრდობის დროინდელ შეყვარებულობის დეტალებს, მან დაადასტურა ურყევი მეგობრობა კიანუსთან. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მათ შორის სასიყვარულო კავშირი არ შედგა, რამაც, სამაგიეროდ, რეალურად განაპირობა ისეთი მტკიცე მეგობრობა, როგორიც დღემდე შენარჩუნდა. სანდრა ბალოკის ლოგიკაში არსებობს სიმართლის მარცვალი: თითქმის შეუძლებელია ტრადიციული „მეგობრობის“ შენარჩუნება, თუ მას სასიყვარულო ურთიერთობით „ქაოტურად“ აქცევ.

კიანუ რივზი ელენის შოუს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ესტუმრა და სანდრას საოცარ აღიარებას გამოეხმაურა.

კიანუმ სანდრას სიტყვები დაადასტურა, რომ მას ზუსტად „იმ დროს შეუყვარდა თანავარსკვლავი“. მაგრამ, სამწუხაროდ, კიანუს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის სიყვარულს სანდრა უპასუხებდა. კიანუ ბედის სამწუხარო ირონიაზე საუბრობს. ”მან [სანდრამ] აშკარად არ იცოდა, რომ ის გაგიჟებით მიყვარდა”.

კითხვაზე, თუ რატომ არ სთავაზობდა სანდრას პაემანს, კიანუმ თქვა, რომ ისინი „თანამშრომლობდნენ“, რაც იმას გულისხმობდა, რომ არაპროფესიონალური იქნებოდა, თუ მსახიობები „ემოციების მოზღვავებას“ აჰყვებოდნენ.

"სასიამოვნო იყო სამსახურში მისვლა ყოველდღე,“ - ამბობს კიანუ.

ინტერვიუს დასასრულს, კიანუმ თავის დიდი ხნის მეგობარს," მშვენიერი ადამიანი, შესანიშნავი მსახიობი" უწოდა.

2006 წელს, კინოვარსკვლავები კვლავ გაერთიანდნენ ფილმისთვის The Lake House. კიანუ კვლავ დადებითად ახასიათებდა სანდრას და თქვა, რომ მას მოსწონდა ის, როგორც ადამიანი.

ჯენტლმენი კიანუ ყოველთვის ცდილობდა, რომ პროფესიული საზღვრები დაეცვა, რაც შესაძლოა დღეს საკმაოდ სტანდარტულ ქცევად აღიქმებოდეს.

საბოლოო ჯამში, ის, რაც კიანუმ და სანდრამ შეძლეს წლების განმავლობაში, ბევრად უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე ჩვეულებრივი „ჰოლივუდური“ ურთიერთობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა