თეგებით ძიება

"ყოველ შემთხვევაში, დიდი ფრანგი მოაზროვნე ბერნარ ფონტელენი ასე ფიქრობს" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ამბობენ, ზღვას ხიდი აკლია და ცას კიბეო.

არ ამატებენ - ჯერ-ჯერობითო, რადგან ეს ორი რამ პრინციპულად შეუძლებელია, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გამოგვრჩეს:

ადამიანმა შეუძლებელი მიზნები თუ არ დაისახა, ვერასდროს მიაღწევს შესაძლებელს.

ყოველ შემთხვევაში, დიდი ფრანგი მოაზროვნე ბერნარ ფონტელენი ასე ფიქრობს.

არ შეგეშინდეთ მიუღწევლის, რადგან მან (უბრალოდ, საკუთარი არსებობით) შეიძლება ყველაზე რაციონალურის გზაზე დაგაყენოთ.

ისე, ზღვას ხიდი აკლია, ცას - კიბე, ხოლო ადამიანს - სიყვარული.

ამიტომ იესო მართალი იყო - გიყვარდეს და გადარჩები.

ახლა ის დღეებია, როდესაც ამაზე განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა ვფიქრობდეთ.

მალე ჯერ ჯვარცმას ვიგლოვებთ, შემდეგ კი აღდგომას გავიხარებთ.

ადამიანი ხომ ასეთია - ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერებას ესწრაფვის.

ბედნიერი დილა საქართველოს!", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა