თეგებით ძიება

რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია, ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია.

"აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში, და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და, მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა