თეგებით ძიება

180 ჰქონდა წნევა, ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო, აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა... - რა ისტორიას იხსენებენ ბესო მეგრელიშვილზე?

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ მსახიობ, ბესო მეგრელიშვილის გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკარგია.

"იმას, რასაც ჩვენ, ადამიანები შემთხვევითობას მივაწერთ, განგებისგან არის, იმ დიდი დრამატურგიის ნაწილია, რაშიც ვმონაწილეობთ. ჰოდა, თურმე, ასე „დაემთხვა“, რომ ბესოს რეჟისორმა ბოლოს ანტონ კათალიკოსის როლი მისცა და აღდგომის შემდეგ რეპეტიციები უნდა განახლებულიყო. მსახიობი კი, სწორედ ვნების კვირაში აღესრულა... კათალიკოსის როლზე მუშაობის პერიოდში.

მაღალ წნევას უჩიოდა. ექიმთან წადი-მეთქი, ვუთხარი. ამ მხრივ ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო. ამიტომ დავაძალე. სახიფათო ასაკში ხარ (58 წლის იყო), თან შენი ჩავარდნა, როლების გამო, არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. აღდგომის მერე მივალო.

22 აპრილს „ჭორიკანა ქალებში“ უნდა ეთამაშა. რეპერტუარში სამი სპექტაკლი იყო მისი მონაწილეობით. 31 მარტს და 1 აპრილს ითამაშა, 180 ჰქონდა წნევა 31 მარტის სპექტაკლის წინ და ჩემს კაბინეტში იწვა. დავუწიეთ წნევა და ითამაშა. 4 აპრილს კი, „მე ვხედავ მზეზე“ ვეღარ მოვიდა. დარეკა, მაღალი წნევა მაქვს, მაბარბაცებსო და დუბლიორი გამოვიძახეთ. მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰყავდა დუბლიორი. სულო ცოდვილო, ბოლომდე არ დავუჯერე, რადგან დუბლიორის იმედი ჰქონდა-მეთქი, ვიფიქრე, ეტყობა, თავს უფლება მისცა არ მოსულიყო-მეთქი. ვაფრთხილებდი, ხომ იცი, აღდგომა მოდის, სმისგან თავს გაუფრთხილდი, წნევებს არ უხდება, 22 აპრილს ვერ შეგცვლი და ფეხზე უნდა იყო-მეთქი. აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა", - აცხადებენ მსახიობის მეგობრები.

წყარო: Ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა