თეგებით ძიება

სასტიკი მკვლელობა - ოკუპირებულ გალში 80 წლამდე კაცმა 1 მეზობელი მოკლა, მეორე კი დაჭრა (ექსკლუზივი)

ოკუპირებული გალის რაიონში სასტიკი მკვლელობა მოხდა. TIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის კაცმა ერთი მეზობელი ცივი იარაღით მოკლა, მეორე კი თოფიდან გასროლით დაჭრა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ კაცს, ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შემთხვევა 12 აპრილს მოხდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა