თეგებით ძიება
13. 04. 2023 სპორტი

"პირველ წუთზე ის უნდა შეეგდო ხვიჩას! არ ეკადრებოდა მაგის გაფუჭება..." - მიხო კოტეტიშვილი კვარაზე

ჟურნალისტი, მიხო კოტეტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ გამართულ"მილანი" - "ნაპოლის" მატჩს ეხმაურება.

"ცხელ გულზე არ დავწერე, მაგრამ გაცივდა გული და ისევ იმავეს ვფიქრობ.

ეს მატჩი წააგო სპალეტიმ, როცა ელმასი ნახა ცრუ ცხრიანზე რა იხვიც იყო უნდა დროულად გადაენაცვლებინა და ეს დროული გადანაცვლება არ ჰქონდა.

ზამბო ანგისა საერთოდ ძირითადში კი არა ქვეყანაში არ უნდა უშვებდნენ!

პირველი ყვითელი რომ მიიღო იქვე ვუთხარი მეგობრებს ამას გააგდებენ თუ მალე არ შეცვალათქო და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი!

არანაირი გამწვავება არ შემოგვთავაზა, როცა გუნდს დედა არ ყავს და ხვიჩა გყავს გუნდში მეტად უნდა დატვირთო!

და ჰო 1 წუთზე ის უნდა შეეგდო ხვიჩას! არ ეკადრებოდა მაგის გაფუჭება...", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, გუშინ 12 აპრილს "მილანი" "ნაპოლს" დაუპირსპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა