ზუგდიდში 13 წლის მოზარდს, მკვლელობისთვის 12 წელი მიუსაჯეს
ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენს არ ეთანხმება დაკავებულის დედა და ფიქრობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, დანაშაული გასულ წელს, ნოემბერში მოხდა, არასრულწლოვნებს შორის, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებული ჩხუბი უძღოდა.