2 სამშობოლო მაქვს, საქართველო ჩემთვის დედაა, რუსეთი კი მამა - საბა საზონოვი
მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის გადაწყვეტილებაზე გამოცემა SPORT 24-თან ისაუბრა.
მისი თქმით, მას 2 სამშობლო აქვს.
“ერთ რამეს გეტყვით - არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე. როცა რაიმეს ირჩევ, არ გეკითხებიან, რატომ. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ორი სამშობლო ბავშვობიდან. ჩემთვის საქართველო დედაა, ხოლო რუსეთი - მამა. მშობლებს კი არ არჩევენ", - განაცხადა საბამ.
წყარო - footballnews.ge