თეგებით ძიება

ტელეფონჩართული ტაძარში მოსვლა, უფლისადმი თავხედურ მიდგომას განასახიერებს - მეუფე სტეფანე

ჭყონდოდელი მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ ტაძარში ჩართული ტელეფონით შესვლა უფლისადმი თავხედურ მიდგომას ნიშნავს.

"ტელეფონჩართული ტაძარში მოსვლა, შენს უფლისადმი თავხედურ მიდგომას განასახიერებს. შენ უფალთან არ მოსულხარ. შენ თუ არაფრად არ მიგაჩნია ტელეფონი აქ დარეკავს თუ არა, მით უმეტეს, ხუთასჯერ რომ გაგაფრთხილებენ - გამორთე ტელეფონი... შენ ის ტელეფონი გბატონობს და არა უფალი, შენ ტელეფონის მონა ხარ. თეატრში რომ მიდიხარ, გამოგიცხადებენ და გამორთავ ტელეფონს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

წყარო - pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა