თეგებით ძიება

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა - დმიტრო პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრო პესკოვი აცხადებს, რომ შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა.

"ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.

კულება ამბობს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა, ისევე როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა