ჭიათურელმა ბავშვებმა "ჭკვიანი ურნა" გამოიგონეს
ჭიათურაში, "რობოტიკის კურსის" ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა დამონტაჟდა. ინფორმაციას ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ავრცელებს.
ურნა, სენსორების დახმარებით, ავტომატურად იმართება - ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით, ურნის ზედაპირი დისტანციურად იხსნება.