თეგებით ძიება

"პასკა 130 ლარი რატომ ღირს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი აღდგომას პასკის გარეშე შეხვდება" - რას წერს გოდერძი შარაშია?

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში პასკა 130 ლარი არ უნდა ღირდეს.

"პასკა 130-150 ლარი-ხამები

მაგ: ესპანეთში საუკეთესო პიცა ერთი ნაჭერი 4 ევრო ღირს. თუ ორიდან ოთხ საათამდე მიხვალ 2 ევრო.

პარიზში საკმაოდ დიდი ფუნთუშა და ყავა სულ 6 ევრო 

ამერიკაში, მანჰეტენზე  დიდი მაფინი და სტაბაქსი 6 დოლარი. ისრაელში პასკას მსგავსი კულიჩი 10-12  შეკელი  და ასე უსასრულოდ

რა მოხდა ასეთი პასკა 130 ლარი რატომ ღირს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი აღდგომას პასკის გარეშე შეხვდება. 

მატრაკვეცობა და კუდი ყავარზე", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა