თეგებით ძიება

ხელისუფლების შეცვლა არ არის ქრისტიანის საქმე - მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლა არ არის ქრისტიანის საქმე.

"უნდა ვერიდოთ ამ პროტესტულ განწყობებს. შენ შეიძლება გააპროტესტო, რომ შენს სულში ბოროტ განწყობას თესავენ და ამის წინააღმდეგ წახვიდე. შენ თუ სასუფევლის დამკვიდრება გინდა, წინააღმდეგობა უნდა გაუწიო ცრუ იდეოლოგიებს, რომლებიც ქრისტეს უარყოფენ, უნდა დაუპირისპირდე უზნეობის პროპაგანდას და ასე შემდეგ. ამას უნდა დაუპირისპირდე, აუცილებელია, ასეთ რამეებს უნდა ეწინააღმდეგებოდე და არა იმას, რომ ხელისუფლება გადავაგდოთ, ჩვენ დავჯდეთ. ხელისუფლებების შეცვლა და ახლის დამყარება სრულიადაც არ არის ქრისტიანის საქმე. ეს როგორც ინებებს უფალი... რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმ არჩევნებზე მიხვალ და ხმას მისცემ, ვისაც გინდა. მერე უკვე ღვთის ნებაა - გააყალბებენ? თავის თავს უქმნიან პრობლემას. თუ ავირჩიეთ და მივეცით ხმა, იმან უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები და არა ის, რომ სადღაც საზღვარგარეთ ვიღაც პატრონები ჰყავდეს და ხელისუფლებაში რომ მოვა, ან პარლამენტში დაჯდება და იმათ წინაშე ატაროს კონცერტები. ზოგი პრეზიდენტიცაა ასეთი და დეპუტატი - ლაპარაკობენ, რომ იმათ გააგებინონ, რომ მე შენს მხარეზე ვარ და ამ დროს, ქვეყანას უპირისპირდებიან“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა