თეგებით ძიება

რატომ აქვს ელვას ზიგზაგის ფორმა? - მეცნიერების დასკვნა

ელვა ყველას აქვს ნანახი და მისი ძალაც ყველას აოცებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რატომ აქვს მას ზიგზაგის ფორმა.

ელვის შესახებ სულ რამდენიმე სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ხნის, როგორ წარმოიქმნება ეს „ზიგზაგები“ (საფეხურები) და როგორ გადაადგილდება ელვა კილომეტრების მანძილზე.

ჭექა-ქუხილის ღრუბელში ძლიერი ელექტრული ველები ელექტრონებს ელექტრონებს აღაგზნებს, რათა მათ საკმარისი ენერგია ჰქონდეთ ე. წ. სინგლეტი დელტა ჟანგბადის მოლეკულების წარმოსაქმნელად.

ეს მოლეკულები და ელექტრონები ერთობლივად ქმნიან მოკლე, მაღალგამტარ საფეხურს, რომელიც წამის მემილიონედში ძლიერად ანათებს.

ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირების გამო, ელვისგან თავდაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუ გვეცოდინება, როგორ ხდება მეხის დარტყმა, შეგვიძლია მისგან უკეთესად დავიცვათ შენობები, თვითმფრინავები, ადამიანები.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ეკომეგობრული მასალები საწვავის ეკონომიას აუმჯობესებს, ზრდის ელვის მიერ მისი დაზიანების რისკს და შესაბამისად, საჭიროა დამატებითი თავდაცვა.

ელვის წარმოქმნის გაგება მნიშვნელოვანია შენობების, საჰაერო ხომალდებისა და ადამიანების დაცვის სისტემების შესაქმნელად.

მართალია, ადამიანებს მეხი იშვიათად ეცემა, მაგრამ ის ხშირად ურტყამს შენობებს, განსაკუთრებით მაღლებს და იზოლირებულებს.

როდესაც მეხი ხეს ეცემა, მასში არსებული სითხე დუღდება და ამ დროს წარმოქმნილი ორთქლი წნევას ქმნის და მერქანი სკდება.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა