რუსეთი, შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად იქცეს - CIA-ს დირექტორი
CIA-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანა შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად იქცეს.
"თუ რეალობას გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ რუსეთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და რისკავს, რომ საბოლოოდ გახდეს მისი ეკონომიკური კოლონია“, - აცხადებს უილიამ ბერნსი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.