უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში. ამის შესახებ მატეუშ მორავიეკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.