სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა
რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„მუსიკოსმა სამედიცინო დაწესებულებას 80 წლის იუბილე მიულოცა და გმირებს ჰიტების ცოცხალი შესრულებით მხარი დაუჭირა”,- იუწყება Kavkaz Post.
მედიის ცნობითვე, სოსო პავლიაშვილმა მსმენელისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები „ვილოცოთ მშობლებო“ და „საღამო მშვიდობისა“, ასევე კომპოზიცია ქართულად შეასრულა.