თეგებით ძიება

კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა და განაცხადა.

“მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ, იმიტომ რომ ვარაუდები არ ითვლება. კანონი გამორიცხავს ვარაუდს. კეზერაშვილს რომ დავანებოთ თავი, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ამ ხელისუფლების პირველი პირი და პირდაპირ ბრალი დამდო პოლიტიკურ კორუფციაში, მერე მინდოდა ჩივილი და სასამართლომ არ მიიღო”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისათვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა