თეგებით ძიება

ძამას ხეობაში ავარიას სასულიერო პირი ემსხვერპლა

ძამას ხეობაში, სოფელ ორთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში დაღუპული მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მორჩილი ნიკოლოზ ავალიანია.

სასულიერო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ავრცელებს.

ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).

მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.
გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა